COVID19
ახალციხის ცხელების ცენტრში covid19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
კორონავირუსი ახალციხის ცხელების ცენტრში მეხუთე პირს დაუდასტურდა. ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში ტემპერატურის გამო შეიყვანეს.

„კორონავირუსი 28 მაისს დაფიქსირდა, პაციენტი მაშინვე გადავიყვანეთ თბილისის ერთერთ კოვიდცენტრში, ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის“ – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 25 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

29 მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში covid19 -ის ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან მხოლოდ ერთია ადგილობრივი.

| Print |