რუსეთიდან ახალციხეში დაბრუნებულ დედასა და შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
25 მაისს, ახალციხეში რუსეთიდან დაბრუნებულ დედასა და შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საკარანტინე სივრციდან სამივე მათგანი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს. შემთხვევა სამივე მათგანს, 28 მაისს დაუდასტურდა.
ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.
საქართველოში კოვიდინფიცირების 746 დადასტურებული შემთხვევაა.