COVID19
ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღებული 574 ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია 17-ს დაუდგინდა. ქალაქ ბოლნისიდან 14 პირის ანალიზი გააგზავნეს, მათგან ინფექცია ერთ პირს აღმოაჩნდა. ის სასწრაფო-სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება და ბრიგადის მძღოლია.

ამ დროისათვის მუშევანში 73 კოვიდინფიცირების ფაქტია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ჯამში 183 ინფიცირებულია, მათგან 83 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

 

| Print |