COVID19
COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარება მსოფლიოში

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინიფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებულების 6 161 487 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 738 333 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსს 371 016 ადამიანი ემსხვერპლა.


რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მოდის რუსეთი, სადაც ბოლო 24 საათში 8 952 ადამიანი დაავადდა და 181 გარდაიცვალა. სულ დაინფიცირდა - 396 575, გარდაიცვალა 3 4 555 მოქალაქე.

მსოფლიოს მასშტაბით მეათე ადგილზეა თურქეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში რუსეთთან შედარებით თითქმის ნახევარია და 163 103-ს შეადგენს, გარდაიცვალა 4 515 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 983 და გარდაიცვალა 26 ადამიანი.


56 -ე ადგილს იკავებს სომხეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 927 შეადგინა და გარდაიცვალა 127 მოქალაქე. ბოლო 24 საათში 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

67-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, 31 მაისის მონაცემებით, 5 246 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით და 61 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კი 257 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

215 ქვეყნიდან ამ სიაში, საქართველო 127-ე ადგილზეა 757 ინფიცირებულით და 12 გარდაცვლილი მოქალაქით. ბოლო 24 საათში. ქვეყანაში ინფიცირების 11 შემთხვევა დადასტურდა.


საგანგაშო მდგომარეობაა კვლავ ამერიკაში, ბრაზილიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 31 მაისის მონაცემების მიხედვით, დაინფიცირების რაოდენობის მიხედვით ქვეყნები ასე გამოიყურება:


აშშ - 1 816 820 - მათ შორის დაინფიცირდა 30 მაისს - 23 290, გარდაიცვალა 1 015, სულ გარდაცვლილია 105 557 პირი.

ბრაზილია  - 498 480, მათ შორის 30 მაისს - 30 102, გარდაიცვალა - 890. სულ 28 834
რუსეთი - 396 575, მათ შორის 30 მაისს - 8 952
ესპანეთი - 286 308 - 664
ინგლისი - 272 826 – 1 604
იტალია - 232 664 – 416
საფრანგეთი - 188 625 – 1 828
გერმანია - 183 294 - 275
ინდოეთი - 181 827 – 8 336
თურქეთი - 163 103 - 983
პერუ -155 671 -7 386
ირანი - 148 950 -2 282

დაინფიცირების შემთხვევები იზრდება ჩილეში, მექსიკაში, საუდის არაბეთში, პაკისტანში, ყატარში, ბანგლადეშში, სამხრეთ აფრიკაში, კოლუმბიაში, ქუვეითში, ეგვპტესა და ბელარუსიაში, სადაც ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში 1000-დან 4 300-მდე მერყეობს.
| Print |