ბორჯომსა და ნინოწმინდაში დასუფთავების გადასახადს აღარ გადაიხდიან
COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ბორჯომსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ფიზიკური პირები დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 5980 აბონენტს შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათი, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ასეთი სულ 5 597 აბონენტია.
ისინი მარტი, აპრილი, მაისის საფასურს აღარ გადაიხდიან, ხოლო მათ, ვინც უკვე გადაიხადა, ანგარიშზე დარჩება და მომდევნო თვეებში ჩამოეჭრება.
აღნიშნული საკითხი ბორჯომში, 29 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.