COVID19
ტანისამოსის მოსინჯვა სახლში იქნება შესაძლებელი - ახალი რეგულაციები მაღაზიებისთვის
საქართველოში ხვალიდან მაღაზიები იხსნება. ღია ტიპის სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, მოლები და ღია სივრცის რესტორნები მუშაობას იწყებს.

ორი თვის განმავლობაში გაჩერებული მაღაზიები, ახალი რეგულაციებით 1-ლი ივნისიდან დაიწყებენ მუშაობას.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ადამიანებს შეეძლებათ ტანსაცმლის სახლში სამი დღის ვადით წაღება და ადგილზე სამოსს ვერ მოისინჯავენ.

ტანსაცმლის დაბრუნების შემდეგ, სამოსი უნდა დადეზინფიქცირდეს და 2 კვირიანი კარანტინი გაიაროს.

მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, შესასვლელში იყოს დეზობარიერი და არ შემოუშვან მომხმარებელი, რომელსაც არ ექნება პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი.
| Print |