COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის.


"ახალი კლასტერი არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, ჩვენ მივიღეთ გუშინ 6 ახალი პაციენტი, ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან. კვლავ 3 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ მაინც დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს, თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ. სხვა პაციენტების მდგომაორეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ვოლო 24 საათში, 19 - ით გაიზარდა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |