COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 10-ით გაიზარდა და 634 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |