COVID19
დეპუტატის ახლობლებს კარანტინის წესები არ დაურღვევიათ - ჯანდაცვის ცენტრი
ახალციხეში კოვიდ19-თან დაკავშირებული მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ყველა საეჭვო კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ პირებთან გამოკვლეულია - აცხადებს "მეცხრე არხთან" ახალციხის საზიგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი.

ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, ახალციხეში, 2020 წლის 25 მაისს, რუსეთიდან დაბრუნებული სამი პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საკრებულოს დეპუტატის კობა გელაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ინფორმაციას კარანტინის წესების დარღვევისა და მერიის თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ, კატეგორიულად უარყოფენ.

მოსახლეობასა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ინფიცირებულმა პირებმა საკარანტინე სივრცე დატოვეს და მოსახლეობასთან კონტაქტი ჰქონდათ. ასევე, სასტუმრო "გრანდ პალასში", რომელიც გელაშვილების ოჯახს ეკუთვნის და სადაც საკარანტინე ზონაა მოწყობილი, კოვიდინფიცირებულმა ახალგაზრდებმა მეგობრებს უმასპინძლეს.

იზოლაციას ან დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას უარყოფენ ახალციხის მერიაშიც.

ქართული ოცნების წევრმა კობა გელაშვილმა გარცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა და ტელეფონი გაგვითიშა.

| Print |