COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 801 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.
„მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 144 პაციენტი მკურნალობს. უკვე 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა". როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში ამჟამად 57 პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს მძიმე პნევმონია აქვს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყანაში 4-ით გაიზარდა და 644 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გააზიარეთ :