COVID19
როდესაც ინფექცია ცხვირ-ხახაში ფიქსირდება, ის გადამდები არ არის - პაატა იმნაძე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში ვითარება არ შეცვლილა. დაპირების მიუხედავად დღეს სოფელში არც სპეციალური ბრიგადები გამოჩენილა და არც თერმოსკრინინგი დაწყებულა.

ყაურმაში ჩვეული რიტმით განაგრძობენ ცხოვრებას. ადგილობრივების ნაწილი შიშობს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ქვეშ თითოეული მათგანია. ისინი მომხდარზე ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც ინფექცია ცხვირ-ხახაში ფიქსირდება, ის გადამდები არ არის. ამის შესახებ განცხადება ფეისბუქლაივის დროს გააკეთა.

,,სწორედ ეს შემთხვევა გვქონდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, როდესაც ერთმა ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორემ არა“.

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი ფიქრობს, რომ ინფიცირებული პირის სოფელში ყოფნის მიუხედავად, ვითარება საგანგაშო არ არის.

| Print |