COVID19
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 663 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |