COVID19
რუსეთში, პაციენტების 38%-ს COVID19-ის კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 8 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ახალი პაციენტების 38%-ს დაავადების კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ. რუსეთის 85 რეგიონში, მთლიანობაში დაინფიცირების 467 673 შემთხვევაა დარეგისტრირებული.

მესამე კვირაა, რუსეთში ვირუსით დაინფიცირების დღიური შემთხვევების რიცხვი 8-დან 9 ათასის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 134 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ლეტალურად 5 859 შემთხვევა დასრულდა. რუსეთში ვირუსისგან 226 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ქვეყანაში კორონავირუსზე 12,7 მილიონი ტესტი ჩატარდა.
| Print |