COVID19
ერთი ახალი ინფიცირებული, ცხრა გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის 24-საათიანი მონაცემები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 -ით გაიზარდა და 810 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს და გუშინ დადასტურებული თითო-თითო შემთხვევა, საკარანტინო სივრციდანაა. 


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყანაში ცხრით გაიზარდა და 683 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |