COVID19
სოფელ ყაურმის მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, სამ ადგილობრივს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში, სადაც კოვიდინფიცირებულმა მამაკაცმა ორი დღე გაატარა და თანასოფლელების დაკრძალვასაც დაესწრო, მოსახლეობის თერმოსკრინინგი ჩატარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ტიგრან ეგოიანის თქმით, სპეციალისტებმა 240-მდე ადამიანის ტემპერატურა გადაამოწმეს და სამი ადგილობრივის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად გააგზავნეს. პასუხები ხვალ, ცხრა ივნისს გახდება ცნობილი.

„კონტაქტი ჰქონდა იმ პირებთან, ვისთან ერთადაც კარანტინიდან დაბრუნდა. ანალიზიც ამ პირებს აუღეს. შეხება ბევრთან ჰქონდა, მაგრამ ახლო ურთიერთობაში მყოფი სამი პირი დათვალეს“, - გვითხრა ნინოწმინდის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა. 

შეგახსენებთ, რომ 44 წლის მამაკაცი საკარანტინე სივრციდან 31 მაისს გამოუშვეს, ორ დღეში კი სახლში მიაკითხეს და კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა განმარტეს, პირველ ანალიზში ვირუსი არ აღმოჩნდა, მეორე ტესტირებისას კი მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის გამო, ოჯახის ოთხი წევრი კარანტინში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთს ანალიზი აუღეს.

ამავე თემაზე ვრცლად:
| Print |