COVID19
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია

 

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.

8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

| Print |