COVID19
ნინოწმანდაში სამი ტესტის პასუხი ცნობილია
9 ივნისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სატვირთო მანქანის მძღოლი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნების გამო ნინოწმინდის ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანა. მამაკაცი იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მამაკაცი პალატაში პასუხის მიღებამდე დარჩება. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მას სპეციალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

დღესვე ნინოწმინდაში, სამი პირის ანალიზის ტესტის პასუხებიც მიიღეს. მათ შორის უარყოფითი პასუხია იმ მძღოლის ბიოლოგიურ მასალაზე, რომელმაც ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში ინფიცირებულ მამაკაცთან ერთად იმგზავრა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ტიგრან ეგოიანი მეცხრე არხთან აცხადებს, ლუგარის ცენტრში კიდევ ერთი მონაცემი გაიგზავნა, რომლის შესახებ ლაბორატორიიდან პასუხს უკვე ხვალ ელოდებიან.





| Print |