COVID19
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო უკვე კვირის ბოლოდან გახდება
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო უკვე კვირის ბოლოდან გახდება. კანონპროექტს დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით დღეს კენჭს უყრიან.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პირბადის უგულვებელყოფა საჯარო დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ტრანსპორტში ნიღბის გარეშე მყოფი მგზავრის გარდა დაჯარიმდება მძღოლიც. ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია - ის ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შემუშავებული მექანიზმი მაქსიმალურად დაბალანსებული და რაციონალურია:

"ჩვენ შემოგვაქვს მაქსიმალურად დაბალანსებული, რაციონალური მექანიზმი, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
| Print |