COVID19
საქართველოში, COVID19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ხუთივე შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დილით, ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით, საღამოს კი ხუთით გაიზარდა და დღის ბოლოს 827 შეადგინა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 690 პაციენტი, გარდაიცვალა 13. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 230, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 285 მოქალაქე.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.
| Print |