COVID19
კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, 6-ით გაიზარდა და 837 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 697 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 303 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |