COVID19
ხველება და დიარეა - რას ეძებენ ინტერნეტსაძიებო სისტემებში ბოლო დროს
მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ამ დრომ­დე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კი­თხვებ­ზე აქვთ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ზუს­ტი პა­სუ­ხე­ბი.

სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს ვირუ­სის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ის ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდა, თუმ­ცა არი­ან მკვლე­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19 ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ არ­სე­ბობს არც ვაქ­ცი­ნა და არც მე­დი­კა­მენ­ტი.

არც ის არის ცნო­ბი­ლი, ზუს­ტად რო­დის წარ­მო­იქ­მნა ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი. ჩი­ნე­თი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, 2019 წლის მი­წუ­რულს უხან­ში გაჩ­ნდა პნევ­მო­ნია, უც­ნო­ბი მი­ზე­ზით. ხოლო ის, რომ საქ­მე ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ეხე­ბო­და, 2020 წლის იან­ვარ­ში და­დას­ტურ­და.

ჰარ­ვარ­დში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ კი COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­და­ლუ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, უხან­ში ვირუს­მა გა­ცი­ლე­ბით ადრე, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში იფეთ­ქა.

მკვლე­ვარ­თა თქმით, თა­ნამ­გზავ­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ხუთ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან 2019 წლის აგ­ვის­ტოს მი­წუ­რუ­ლი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ყო­ვე­ლი­ვეს თან ერ­თვო­და ინ­ტერ­ნეტ­სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მებ­ში ისე­თი სი­ტყვე­ბის ძი­ე­ბის გაზ­რდა, რო­გო­რე­ბი­ცაა "ხვე­ლე­ბა“ და "დი­ა­რეა“ (კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი).

წყარო: ambebi.ge
| Print |