COVID19
24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 851 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა და 702 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმშია 3 026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |