COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია და ის ე.წ "ეროვნული ბანკის" კლასტერიდანაა. მამაკაცი ბანკის საცავში მუშაობდა.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტი პირველივე დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან ვირუსის ფონზე პძიმე პნევმონია ჰქონდა განვითარებული.

"გარდა ამისა, განვითარდა სეფსისი, სეპტიური შოკი. ამასთან, პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პირველივე დღიდან მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც უმძიმესი. პაციენტი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა" - განაცხადა ტურძელაძემ. მისივე თქმით, პაციენტს ბოლოს COVID-19 აღარ ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა. 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 702-ს შეადგენს.

 

| Print |