COVID19
COVID19-ით ბოლო 24 საათში, სომხეთში 5, რუსეთში კი 119 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კვირის მდგომარეობით, სულ 16 667 შემთხვევაა დადასტურებული. ამჟამად მკურნალობა 10 000-ზე მეტ პაციენტს უტარდება.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ვირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში 269 შეადგინა.

სომხეთში ვირუსისგან გასულ 24 საათში 133 ადამიანი განიკურნა. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 200-ს აჭარბებს.

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის განახლებული მონაცემებით, სულ ქვეყანაში 529 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსით კიდევ 119 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე ქვეყანაში ჯამში 6 948 ადამიანია კორნავირუსით დაღუპული.

ბოლო 24 საათში, ოფიციალური ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 280 000-ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის, აქტიური შემთხვევების რიცხვი 242 000-ს აღწევს.

რუსული მედიის ცნობით, მთლიანად ინფიცირებულებიდან ყოველი მესამე პაციენტია გამოჯანმრთელებული. ამასთან უკვე მე-12 დღეა, რაც დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 9 000-ს არ აღემატება. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების მონაცემით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება თურქეთს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქ 1 459 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
| Print |