COVID19
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე ვირუსისგან 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. 

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |