COVID19
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 888 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 731 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2 უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 6 - საკარანტინო სივრციდან, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

მისი თქმით, ამჟამად კვლავ 1 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

,,ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება. 7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, 7-ვემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, 2-ვეს მდგომაროება რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
| Print |