COVID19
ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, ამჟამად აბაშიძე ყაზახეთში მკურნალობის კურსს გადის.

“იგი გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც”, - აცხადებენ სამინისტროში.
| Print |