COVID19
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა
საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 898 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 11-ით გაიზარდა და 752 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |