COVID19
COVID 19 - ით საქართველოში კიდევ 8 პირი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან გამოვლინდა.

ამის შესახებ მედიასთან დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა.

აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3-ით მოიმატა და 755-ს შეადგენს.
| Print |