COVID19
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა - რა ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 599 705-ს მიღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 153 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 8 359-ს აღწევს. ამასთან, 356 429 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4,974-ს აღწევს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1,293-ით, რეკორდულად გაიზარდა და ახლა 161,533-ს აღწევს.

თურქეთში ინფიცირების სულ 188, 897 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 320 ადამიანს დაუდგინეს, 10 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში ვირუსი უკვე 20, 588 ადამიანს დაუდასტურდა, 360 ინფიცირებული გარდაიცვალა, 9, 131-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.

აზერბაიჯანში კიდევ 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 478 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა.

ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 13 207 შემთხვევაა აღრიცხული, 161 ადამიანი გარდაიცვალა, 7168-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.


www.worldometers.info-ის მონაცემებით, მსოფლიოში 23 ივნისის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9,218,565-ს მიაღწია, გარდაცვლილია - 474,966 და განიკურნა 4,961,952 ადამიანი.

| Print |