კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ახალქალაქის მკვიდრია
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკაში შეყვანის პირველივე დღიდან მძიმე მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მცხეთის საავადმყოფოს დირექტორის ლიკა მუმლაძის თქმით, მამაკაცს გულისა და თირკმლის უკმარისობა და სხვა ბევრი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში 14 ივნისს შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ის ახალქალაქის მკვიდრია.
,,იზოლაციაში იმყოფებოდა, მე როგორც ვიცი. დადებითი კი აჩვენა ტესტმა, მაგრამ უსიმპტომოდ მიმდინარეობდა კორონავირუსი, ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებებიც -პრობლემა ჰქონდა გულზე, ფილტვებზე"- განუცხადა მეცხრე არხს ახალქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ალექს თოროიანმა.
საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მე-15 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.