COVID19
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმეტესობა ტრაილერის მძღოლია
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 939 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა და 817 გახდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 3 080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |