COVID19
აშშ-ში ბოლო 24 საათში COVID19-ით 52 ათასამდე პირს დაუდასტურდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 128 028-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
რაც შეეხება მსოფლიო მონაცემებს, კორონავირუსი 10 829 104 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 519 397 და გამოჯანმრთელდა - 6 048 197 ადამიანი.
გააზიარეთ :