COVID19
ჯანმო-მ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნდა, სადაც საუბარია ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობაზე და ხაზგასმულია, რომ ამ მოსაზრების დამტკიცებისთვის გამოკვლევები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.

ორგანიზაცია ადამიანებს ურჩევს, სოციალური დისტანცირების წესის დაცვასთან ერთად თავიდან აიცილონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, უზრუნველყონ შენობების კარგად განიავება და გამოიყენონ პირბადეები ყოველთვის, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დაინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.
| Print |
თეგები: ჯანმო /