საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 986 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 5001ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 219 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.