COVID19
ჯანდაცვის სამინისტრომ 31 რესტორანი და 3 სასტუმრო დააჯარიმა
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ მეცხრე არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა.

ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ.

31 რესტორნიდან 8 აჭარაში, 4 მცხეთაში, 1 სამეგრელოში და 18 თბილისში მდებარეობს.
| Print |