COVID19
წალკის სოფელში, კოვიდინფიცირებულმა, ორი დღის განმავლობაში თითქმის მთელ სოფელი მოინახულა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.

ის მარნეულის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. 14 დღის შემდეგ ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის გამოც ინფიცირებული სოფელში დაბრუნდა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი კარანტინში ყოფნისას რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

სოფელში ის ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც აშკალის თითქმის ყველა მოსახლეს შეხვდა. სოფელში კი დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდინფიცირებულია. 

მოსახლეობა შიშობს, რომ მომხდარის გამო შესაძლებელია აშკალის ჩაკეტვა გახდეს საჭირო. 

წყარო: ალიქ მედია
| Print |