COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 003-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი სამივე შემთხვევა იმპორტირებულია.

„4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულის რიცხვი 3-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 873-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.
| Print |