COVID19
299 პირი კარანტინში, 3 თვითიზოლაციაში - რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში ექვს საკარანტინე ზონაში 299 პირი რჩება. აქედან ახალციხეში, სასტუმრო გრანდ პალასში 44 მათგანია მოთავსებული.

სამხარეო ადმინისტრაციის 15 ივლისის მონაცემებით, თვითიზოლაციაში სამი მოქალაქე იმყოფება.

სამივე მათგანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

დღეის მონაცემებით, რეგიონში სავალდებულო იზოლაციის გავლა ახალციხის ერთ და ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია შესაძლებელი.
| Print |