COVID19
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აქედან 7 იმპორტირებულია, 5 უკვე დაავადებულთან კონტაქტებიდან გამოვლინდა, 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა, 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო კი უცნობია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება.
| Print |