Covid19 საქართველოში კიდევ 19 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში:
კორონავირუსის ინფიცირებულია - 1104 ადამიანი;
გამოჯანმრთელებულია - 912;
მათ შორის გარდაცვლილი - 16;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 936:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ კი, 22 ივლისის, მონაცემებით 15 მილიონს გადააჭარბა.