13-ით გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში:
კორონავირუსის ინფიცირებულია - 1117 ადამიანი;
გამოჯანმრთელებულია - 917;
მათ შორის გარდაცვლილი - 16;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 936:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.