კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში:
კორონავირუსის ინფიცირებულია - 1131 ადამიანი;
გამოჯანმრთელებულია - 920;
მათ შორის გარდაცვლილი - 16;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 183:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.