საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საბურთალოს კლასტერიდან იყო, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 155 ადამიანის დაუდასტურდა, საიდანაც 929 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.