COVID19
სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 841-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 749 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 29 557 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 535 ადამიანი კი ამჟამად მკურნალობს.
| Print |