COVID19
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება.

„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“,
- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მონაცემები უცვლელია და კვლავ 37 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კვლავ რჩებიან ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს
| Print |