COVID19
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაცით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

„ახალი დადასტურებული შემთხვევაა 15, 2 ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული შემთხვევაა ( ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლი), 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1088 გამოჯანმრთელდა“, - აცხადებენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
| Print |