COVID19
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი კვლავ 1 098-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |