COVID19
თვენახევრის ჩვილს მშობლებთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა.

"3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დედაც, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს. ჩვენთან მკაცრად არის წესები დაცული. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ",- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ჩვილის დედა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, მამა კი სხვა კლინიკაშია მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, თვენახევრის ჩვილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
| Print |