COVID19
„კორონავირუსი პანდემია კი არა მშრალი ომია“ - თორიის მოსახლეობა
,,ხელოვნურად შექმნილი ვირუსით“ ინფიცირებულთა რიცხვი, როგორც კოვიდ19-ს ჯავახეთში, მოსახლეობის ნაწილი უწოდებს, ყოველდღიურად იზრდება. კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ახალქალაქის სოფელ აბულისა და ნინოწმინდის სოფელ ყაურმის მაცხოვრებლებიც არიან. მათგან აბულის მკვიდრი ის მე-15 პაციენტია, რომელიც ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ჯავახეთში ფიქრობენ, რომ არარსებული ვირუსით გარკვეულმა პირებმა დიდი სარგებელი ნახეს. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კოვიდ_19-ის პრევენციისა და მწვანე ზონის სტატუსის შესანარჩუნებლად ექვსივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მონიტორინგს სავაჭრო ადგილებსა და სხვა კერძო ობიექტებს უწევენ. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ აღმოჩნდა მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის.

| Print |